ლევან მგალობლიშვილი - მამია ალასანიას გმირული გზა არაერთი თაობისთვის რჩება სამშობლოსადმი ერთგულების ნათელ მაგალითად

საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

„მამია ალასანია იყო თავისუფლებისა და ერთიანობისთვის მებრძოლი პიროვნება, რომელმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო საქართველოსთვის.

მისი გმირული გზა არაერთი თაობისთვის რჩება სიყვარულისა და სამშობლოსადმი ერთგულების ნათელ მაგალითად, ამიტომ ყველა ჩვენგანის ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი გმირების თავდადება და სათანადოდ დავაფასოთ მათი ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს. 2018 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე