შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ ერთი ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის გარეშე მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარიამ კერესელიძის განცხადებით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ ერთი ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის გარეშე მოხდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 30 აპრილს, განსაზღვრულ ვადაში, რაც კანონით ადმინისტრაციულ ორგანოს მიენიჭა. კანონმდებლობით დადგენილი ვადები აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა. როცა დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ვადების დარღვევის გარეშე შედგა შესაბამისი ოქმი.

ახლა მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის ფარგლებში ადმინისტრაციულ საქმის წარმოება“,- განაცხადა შსს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო.

შსს ამაღლობელს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ არსებულ დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრასა და ამ ქმედებით იერ-სახის დამახინჯებას ედავება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა