კახა კალაძე - სანქციებითა და მუქარებით ქვეყნის ინტერესს არ დავთმობთ - დღეს Deep State-ი დამარცხებული არ არის, არც ომი არის დასრულებული, ვაკვირდებით და პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ

ჩვენ პროცესებს ვაკვირდებით - აშშ-ს პრეზიდენტს ვგულშემატკივრობთ და იმედი გვაქვს, რომ Deep State-ი დამარცხდება - თუ Deep State-ი დამარცხდა, ეს საქართველოსთან მიმართებაშიც აისახება და ურთიერთობები აბსოლუტურად გადალაგდება! - ასე უპასუხა პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ კანონპროექტ “MEGOBARI აქტის“ მიღების თაობაზე დასმულ შეკითხვას.

კალაძემ ამავე კონტექსტში განაცხადა, რომ როდესაც საუბარია ქვეყანასა და ქვეყნის ინტერესებზე, “ქართული ოცნება“ დადგება იქ, სადაც სამშობლოსა და ქვეყნის მომავალს სჭირდება.

“სანქციებითა და მუქარებით ქვეყნის ინტერესს არ დავთმობთ. ჩვენ პროცესებს ვაკვირდებით. როდესაც დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, პირველ პრიორიტეტად Deep State-ის დამარცხება დაასახელა. დღეს Deep State-ი დამარცხებული არ არის. ასევე, ტრამპის პრიორიტეტი ომის დასრულება იყო. არც ომი არის დასრულებული.

ჩვენ ვაკვირდებით, პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ და იმედი გვაქვს, რომ ომიც მალე დასრულდება და Deep State-ც დამარცხდება. თუ Deep State-ი დამარცხდა, ეს საქართველოსთან მიმართებაში აისახება და ურთიერთობები აბსოლუტურად გადალაგდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „გამოწვევები ბევრია! გრძელდება ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა“.

მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისათვის. როგორც კალაძემ აღნიშნა, შემოტევებისა და შანტაჟის მიუხედავად, დაიცავენ მშვიდობას.

„ჩვენ ქვეყნის შიგნით კონკრეტული სცენარები ვნახეთ. რევოლუციას ჯერ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები გვიწყობდნენ, მერე - პოლიტიკური პარტიები, მერე საზოგადოების წევრები და ასე შემდეგ. არ იფიქროთ, რომ ეს აქ - საქართველოში დაგეგმილი სცენარებია. ეს ყველაფერი გარედან იმართება. მათ თავიანთი პატრონები ჰყავთ. არიან კონკრეტული ადამიანები და ორგანიზაციები, ვინც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ამ ტიპის ქმედებებს - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს გეგმავს. თუნდაც კონკრეტული ელჩები, მათი განცხადებები, კონკრეტული ქვეყნებიდან წამოსული დაფინანსებები - ეს არის პროცესები, რასაც ამჯერად საქართველოში ვხედავთ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან კახა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო