ფრიდრიხ მერცი - ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელისეის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ფრიდრიხ მერცმა და ემანუელ მაკრონმა გერმანიასა და საფრანგეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს.

„თავდაცვის სფეროში ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. პარიზისა და ბერლინის ეროვნული თავდაცვის პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად კოორდინირებული უნდა გახდეს“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მისი თქმით, ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება უკრაინისთვისაც სასარგებლო იქნება.

„უკრაინას შეუძლია რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიისა და საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს