ირაკლი კობახიძე - რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება არის ჩვენი გაცხადებული მიზანი - არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი, შევიტანთ შესაბამის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება არის ჩვენი გაცხადებული მიზანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, არჩევნების შემდეგ პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდნენ.

„არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი, ჩვენ შევიტანთ შესაბამის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც, ვფიქრობთ, უნდა დასრულდეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ესენი არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური. შესაბამისად, ჩვენ დავძრავთ ამ სამართლებრივ პროცესს. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს სამართლებრივ მსჯელობას გაიზიარებს“, - განაცხადა კობახიძემ.

მან პარტიულ თანამდებობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის პოლიტიკური მდივანი დღეიდან შალვა პაპუაშვილი იქნება.

„მინდა მოგახსენოთ, რომ გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ, მიღებულ იქნა საკადრო გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, მდივნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, გენერალური მდივანი არის ბატონი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი არის ბატონი მამუკა მდინარაძე, ბატონი დიმიტრი სამხარაძე არის რეგიონული მდივანი. ისინი კვლავაც დაიკავებენ შესაბამის თანამდებობებს, როგორც ამას წესდება ითვალისწინებს. შედგა წესდება და ხელახლა მიღებულ იქნა იგივე გადაწყვეტილება. რაც შეეხება პოლიტიკურ მდივანს, როგორც მოგეხსენებათ, მე ვიყავი პარტიის პოლიტიკური მდივანი ყრილობის ჩატარებამდე. პარტიის პოლიტიკური მდივანი დღეიდან იქნება ბატონი შალვა პაპუაშვილი და პარტიის აჭარის ორგანიზაციას უხელმძღვანელებს ბატონი სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის