ზემო ფონიჭალის დასახლებაში, კაკაბაძეების ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების სისტემა განახლდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ზემო ფონიჭალას დასახლებაში, კაკაბაძეების ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნულ ქუჩაზე სრულად განახლდება 1 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განშტოებებით.

ამასთან, ინფორმაციის თანახმად, მოეწყობა ახალი საკვანძო ჭები, სახანძრო ჰიდრანტები და დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

„სარეაბილიტაციო პროექტი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” 2025 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დაასრულებს, პროექტის ჯამური ინვესტიცია 600 000 ლარამდეა.

რეაბილიტაციის შედეგად, ზემო ფონიჭალას დასახლებაში, კაკაბაძეების ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურ რეჟიმში განახორციელებს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა