გიორგი ჩიკვაიძის დედა - ეს არის იუდას გადაწყვეტილება - ეტლს მიჯაჭვული მოიყვანეს, რათა მისთვის ეთქვათ, რომ 9 წლით გაუშვეს ციხეში - გენერალური პროკურორი, მოსამართლე მონაწილეები არიან გიორგის მკვლელობის მცდელობის

ჩემი შვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება არის იუდას გადაწყვეტილება. გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და მოსამართლე იზა კელენჯერიძე არიან მონაწილეები ჩემი შვილის მკვლელობის მცდელობის. ეს უმძიმესი ავადმყოფი ადამიანი, ეტლს მიჯაჭვული მოიყვანეს აქ, რათა მისთვის ეთქვათ, რომ ცხრა წლით ციხეში გაუშვეს, - ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებულის, გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მისი შვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.

ეკა წერეთლის შეფასებით, მისი შვილის მსგავსად, სრულიად უდანაშაულოა ირაკლი პაპიაშვილიც, რომელსაც სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა.

„სასამართლოს დარბაზში ბორკილები დაადეს სრულიად უდანაშაულო ადამიანს, მის თანამშრომელს, ირაკლი პაპიაშვილს. სტუდენტი, კეთილშობილი, აბსოლუტურად პატიოსანი და უდანაშაულო ადამიანი 8 წლით გაუშვეს ციხეში. არავინ არასდროს დამიწყევლია - არ უნდა ეღირსოს არაფერს კარგს არც იზა კელენჯერიძე, არც გიორგი გაბიტაშვილი და არც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი. ამოწყდით „ქოცებო“, - განაცხადა ეკა წერეთელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულები - გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და შესაბამისად, 9 წლითა და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ირაკლი პაპიაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს