აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს

აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ამის შესახებ განცხადებას

საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აშშ-ის საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ცნობები მიიღო:

“ისთ ფოინთ” სავაჭრო ცენტრში - ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. 2;

“გალერია თბილისი” სავაჭრო ცენტრში - შოთა რუსთაველის გამზირი 2/4;

თბილისის სავაჭრო სივრცე [“თბილისი მოლი”] - დავით აღმაშენებლის გამზირი 16.

თბილისის საელჩოს უსაფრთხოების რეგიონულმა ოფისმა ურჩია საელჩოს ყველა თანამშრომელს, მოერიდონ ამ ადგილებს შემდგომ გაფრთხილებამდე. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ ამბებს განახლებისთვის. დამატებით ინფორმაციას, როცა გვექნება, შეგატყობინებთ",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელსაც ვებგვერდზე ავრცელებს.

საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა