ნინო კალანდაძე - „MEGOBARI აქტი“ არის მტრული აქტი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და არის მეგობარი აქტი ქართველი ხალხის დასახმარებლად - ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული მმართველობა ჩაანაცვლოს ავტორიტარულით

„MEGOBARI აქტი“ არის მტრული აქტი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის მტრული აქტი ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის რეჟიმის დამყარების წინააღმდეგ. ეს არის „მეგობარი აქტი“ ქართველი ხალხის დასახმარებლად, - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

როგორც კალანდაძე აღნიშნავს, „მეგობარი აქტის“ საჭიროება არ დადგებოდა დღის წესრიგში, რომ არა საქართველო-აშშ სტრატეგიული კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

„იშვიათად ვეთანხმები კობახიძეს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნდა დავეთანხმო - კი ეს არის მტრული აქტი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის მტრული აქტი ბიძინა ივანიშვილის დიქტატურული რეჟიმის დამყარების წინააღმდეგ. ეს არის "მეგობარი აქტი" ქართველი ხალხის დასახმარებლად და "მეგობარი აქტი", რომელმაც საქართველოს სამომავლოდ განვითარების შესაძლებლობა უნდა მისცეს.

„მეგობარი აქტის“ საჭიროება არ დადგებოდა დღის წესრიგში, რადგან საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ურთიერთობის მრავალ წლეს ითვლიან, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს სტრატეგიული ურთიერთობა კითხვის ქვეშ დააყენა არა ქართველმა ხალხმა არამედ, ბიძინა ივანიშვილმა. მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული მმართველობა ჩაანაცვლოს ავტორიტარული მმართველობით“,- განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკასთან ურთიერთობები უარესობისკენ მიზანმიმართულად წაიყვანა.

„ამ ქმედების ნათელი გამოვლინება იყო, მათ შორის, ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გაამწვავა. „ქართული ოცნების“ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში დიქტატურის დამყარება და ძალაუფლების შენარჩუნება. მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზაა, საქართველოში არ იყოს დემოკრატია. ავტორიტარულ მმართველებს სჭირდებათ ავტორიტარული მოკავშირეები და არა დემოკრატიული სახელმწიფოები. როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი, ბელარუსი, ირანი...

რუსეთს საქართველოში სჭირდება რეჟიმი, რომელიც ძალაუფლებაში იქნება და მის ინტერესებს გაატარებს. საქართველოში კონკრეტული ინტერესი აქვს რუსეთს დერეფნის მიმართ, შავი ზღვის მიმართ და თბილისის კონტროლის მიმართაც“,- განაცხადა კალანდაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის