მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 მაისს გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე, 8 მაისს 13:00 საათზე, სასამართლო პროცესი გაიმართება.

საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს, სხდომაზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.

8 მაისს შესაძლოა, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ირაკლი დგებუაძე, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, რომელმაც გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შედეგად, სახის არეში ტკივილი განიცადა.

აღნიშნულ საქმეზე, წინა სასამართლო სხდომაზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელიაც გამოიკითხა, იგი 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.

გრიგოლ ბესელიამ სასამართლოს განუცხადა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მზია ამაღლობელი მას არ დაუკავებია, თუმცა საპირისპიროს აცხადებენ მზია ამაღლობელის ადვოკატები და მტკიცებულებად დაკავების ვიდეო მასალა სასამართლოს წარუდგინეს.

მზია ამაღლობელის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები და გამომძიებლები სასამართლოს ცრუ ჩვენებას აძლევენ. მათი თქმით, მზია ამაღლობელის დევნა მიზანმიმართულად მიმდინარეობს და იგი საპატიმროში უკანონოდ იმყოფება.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს