m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის

ლიდერი დეველოპერული კომპანია m2 და ოჯახური ბიზნეს მოდელის მაღაზია „ფუნდუკი”, რომელიც ცნობილია ეკო-მეგობრული და მდგრადი მიდგომებით, კრეატიულობითა და კულტურის მხარდაჭერით - პარტნიორობას აანონსებენ. აღნიშნული კოლაბორაცია ორ ბრენდს პიროვნული ინდივიდუალურობის გამოხატვის იდეის ირგვლივ აერთიანებს, რაც ასახული იქნება ექსკლუზიური ჩანთების კოლექციაში m2-ის შთამაგონებელი ბრენდის გზავნილით - "იცხოვრე შენი ცხოვრებით".

m2 ცნობილია თავისი ინოვაციური მიდგომით, ქმნის სივრცეებს, რომლებიც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს გამოხატონ საკუთარი იდენტობა და შთააგონებს ადამიანებს გაბედონ და იყვნენ ავთენტურები, ესწრაფვონ, შექმნან და იცხოვრონ ისეთ გარემოში, სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობენ. ფუნდუკთან თანამშრომლობა კი m2-ის ფილოსოფიას ხელშესახებ პროდუქტში გადმოსცემს.

“ჩვენი კოლაბორაცია წარმოადგენს ორი ბრენდის საინტერესო სინერგიას, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ დონეზეა მიმართული. აღნიშნული კოლექცია ჩვენი მესიჯის - “გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით” უნიკალური გამოხატულებაა. ის ინდივიდუალობის გამოხატვას უჭერს მხარს და თანხვედრაშია იმ ადამიანების გემოვნებასთან, ვინც აფასებს შემოქმედებითობას, თავისუფლებას და ეკო-მეგობრულ ცხოვრების სტილს”, - აცხადებს m2-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ დიდებაშვილი.

"ფუნდუკში ჩვენ ვმუშაობთ ისეთი ნივთების შექმნაზე, რომლებიც ამბავს გვიამბობენ და m2-თან ეს პარტნიორობა სრულად შეესაბამება ჩვენს ფილოსოფიას. ერთად ვქმნით პროდუქტს, რომელიც არა მხოლოდ კარგად გამოიყურება, არამედ კომფორტული ცხოვრების სტილს გამოხატავს" - მარიკა ჭახრაკია, “ფუნდუკის” დამფუძნებელი.

კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.liveyourownlife.ge, შეძენა კი ფუნდუკის სოც. მედია არხებსა და მაღაზიაში - თბილისი, ატენის ქ. N16ა.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის