მედია - რუსეთმა 9 მაისამდე გამოცხადებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინის ქალაქებს დაარტყა

რუსეთმა 9 მაისამდე გამოცხადებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინის ქალაქებს დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, გასული ღამის განმავლობაში თავდასხმები დონეცკის, ჩერკასისა და სუმის ოლქებზე განხორციელდა.

ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, დონეცკის ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე. მაშველებმა ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, რომ საღამოს უმანის ოლქში თავდასხმის დრონების სამიზნე გახდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

იქამდე კი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია იმ უცხოელი ლიდერების უსაფრთხოების გარანტირების მიცემა, რომლებიც მოსკოვში აღლუმზე დასასწრებად ჩავლენ.

„აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა, აგრესორის ცა, დღესაც არ იყო მშვიდი. ჩვენი წინადადება დარტყმების შეჩერების, ცეცხლის მინიმუმ 30 დღით შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება - ჩვენ არ ვხსნით ამ წინადადებას, რომელმაც, შეიძლება, შანსი მისცეს დიპლომატიას, მაგრამ სწორედ რუსეთიდან არ ხედავს მსოფლიო არანაირ რეაქციას – არანაირ რეაქციას, გარდა ახალი დარტყმებისა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, 8-10 მაისს იმოქმედებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა