გიორგი ბარამიძე - „MEGOBARI აქტი“ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომლის მიღება საჭირო გახდა, რათა პრორუსი, პროჩინური და პროირანული მოღალატეობრივი რეჟიმისთვის მკაფიო სიგნალი გამოეგზავნათ

მიუხედავად მსოფლიოში არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობისა, საქართველო კვლავ ჩვენი მეგობრების ყურადღების ცენტრში რჩება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან - „MEGOBARI აქტი“ არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები საქართველოს არ ივიწყებენ და ისინი ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის გვერდით დგანან.

„MEGOBARI აქტი“ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომლის მიღება სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორებისთვის საჭირო გახდა, რათა პრორუსი, პროჩინური და პროირანული მოღალატეობრივი რეჟიმისთვის ძალიან მკაფიო სიგნალი გამოეგზავნათ. არანაირი [ურთიერთობის] გადატვირთვა ამ კრიმინალურ რეჟიმთან არ მოხდება. ურთიერთობები მაშინ აღდგება, როცა ეს მაფიოზური ბანდა ხელისუფლებაში აღარ იქნება… ბიძინა ივანიშვილის ბანდამ საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია…ყველა კარგად ხედავს, როგორი დიქტატურული რეჟიმი საქართველოში ჩამოყალიბდა, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები. ბუნებრივია, საქართველოში არსებულ ვითარებას ცივილიზირებული სამყარო არ მოითმენს.

ქართველი ხალხის ბრძოლა გაგრძელდება. მათ შორის, „MEGOBARI აქტი“ არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ მხარდაჭერა, ვისაც უნდა საქართველოს ცივილიზირებული, დემოკრატიული განვითარება.

მიუხედავად, მსოფლიოში არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობისა, ვგულისხმობ მსოფლიოში მიმდინარე ომებს, საქართველო კვლავ ჩვენი მეგობრების ყურადღების ცენტრში რჩება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან. ისინი საქართველოს არ ივიწყებენ, ისინი ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ტოვებენ და ამ მძიმე ჟამს ჩვენს ხალხს გვერდით უდგანან”, - განაცხადა ბარამიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო