ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობაში მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილი

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება უკანონო პატიმრებს“, - ამ შეძახილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობაში,გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერები საპროტესტო აქცია მართავენ.

შეკრებილების განცხადებით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისტემა იბრძვის და ის უკანონო პატიმრობაში რჩება.

„დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი. მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემა ხდება სასამართლოში. მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარია, ხელისუფლებას მაინც მოუწევს სინდისის პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც უკანონო ტყვეობაში ჰყავს”,- ამბობენ შეკრებილები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დღეს, შესაძლოა, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ირაკლი დგებუაძე, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, რომელმაც გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შედეგად, სახის არეში ტკივილი განიცადა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა