გიორგი ბადრიძე - „MEGOBARI აქტი“ არის რეაქცია საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ამ ხელისუფლების ქმედებებზე

„MEGOBARI აქტი“ არის რეაქცია საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ამ ხელისუფლების ქმედებებზე, რომელიც ერთი მხრივ, პირდაპირ რუსულის მსგავს ძალაუფლების ვერტიკალს აშენებს და მეორე მხრივ, საკუთარ თავს იზოლაციაში იქცევს ჩვენი პარტნიორებისგან, - ამის შესახებ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, გიორგი ბადრიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

„MEGOBARI აქტი“ არის რეაქცია საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ამ ხელისუფლების ქმედებებზე, რომელიც ერთი მხრივ, პირდაპირ რუსულის მსგავს ძალაუფლების ვერტიკალს აშენებს და მეორე მხრივ, საკუთარ თავს იზოლაციაში იქცევს ჩვენი პარტნიორებისგან, მათთან დაპირისპირების, სულ მცირე მათთვის ზურგის შექცევის შედეგად. დღევანდელ შეხვედრაზე ზუსტად ეს განიხილებოდა.

ჩვენ ერთმანეთს შეხვედრაზე გავუზიარეთ აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვფიქრობთ დიპლომატები, რომლებიც 1992 წლიდან ვაშენებდით ურთიერთობებს აშშ-თან, ასევე, საქართველოს სხვა პარტნიორებთან და დღეს, ეს ურთიერთობები, სად არის”, - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართველ დიპლომატებს, ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს შეხვდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს