გიგი წერეთელი - ჩვენი ამოცანაა, ცვლილებების შემდეგ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას სწრაფად დაუბრუნდეს, ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ

დღეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობებია - სად დგას საქართველო? რა ვითარებაში ვიმყოფებით? - განსაკუთრებით, „MEGOBARI აქტის“ მიღების შემდეგ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

წერეთლის განმარტებით, მათი ამოცანაა, რომ „ცვლილებების შემდეგ ქვეყანა სწრაფად ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს”.

„საკოორდინაციო ფორმატის ფარგლებში ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა მიმართულების ექსპერტებს ვხვდებით და ამ შემთხვევაში, დღეს გამოცდილ დიპლომატებთან გვქონდა საუბარი. დღეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობებია - სად დგას საქართველო? რა ვითარებაში ვიმყოფებით? - განსაკუთრებით, „MEGOBARI აქტის“ მიღების შემდეგ…

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შესაბამისი ნაბიჯებისთვის, რადგან საქართველომ საბოლოოდ ის ურთიერთობები არ დაკარგოს, რაც აშშ-სთან აქვს. ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა, რომ ცვლილებების შემდეგ ქვეყანა სწრაფად ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს, ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ.

„MEGOBARI აქტშიც” და ბევრ სხვა დოკუმენტში (ეს იქნება რეზოლუციები თუ სხვა) ძალიან მკაფიოდ აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებელია. ეს ვიზებთან დაკავშირებული საკითხი იქნება, თუ ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭება. ეს ბუნებრივია, რადგან მათ ხელში ბერკეტები აქვთ და ყველა გადაწყვეტილება, რაც ქვეყანას აზარალებს, სწორედ მათი შემოქმედებაა”, - განაცხადა წერეთელმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!