ევროპული თავგადასავლები „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ სერიებში - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ საზღვარგარეთული ტურით გრძელდება. ის ორ ქვეყანასა და სამ ქალაქს მოიცავს - სტამბოლს, ჰაიდენჰაიმსა და ბერლინს. განსხვავებული ადამიანები, საინტერესო ლოკაციებზე - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, გადაცემა მაყურებელს რესპონდენტების ისტორიებში სამოგზაუროდ იწვევს. პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

ევროპული თავგადასავლების 6 ეპიზოდში მაყურებელი სამშობლოდან ფიზიკურად შორს, მაგრამ გონებრივად თუ სულიერად საქართველოსთან ძალიან ახლოს მყოფ ადამიანებს შეხვდება. მოისმენს მათ პასუხებს საინტერესო და დამაფიქრებელ, ცხოვრებისეულ კითხვებზე, რომელიც რეტროსპექტივისკენ, ახალი აღმოჩენებისა და საკუთარი თავის შეცნობისკენ გვიბიძგებს.

“სტუმრების დიდ ნაწილს მაყურებელი იცნობს, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო, რომ მათი ყოველდღიური, საზღვარგარეთული ცხოვრება გვეჩვენებინა; გვენახა ის, თუ როგორები არიან ისინი ცხოვრების ამ კონკრეტულ მომენტში, რას ფიქრობენ, რას ქმნიან.

მაყურებლის ყურადღება შესაძლოა განსხვავებულმა პრიზმამაც მიიქციოს, რომლითაც დროებით თუ ხანგრძლივად ემიგრაციაში მყოფი ქართველები ხედავენ დღევანდელ საქართველოს. ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, შრომობენ, ქმნიან და არ ჩერდებიან,- დათო გორგილაძე.

ყოველი ეპიზოდი განსხვავებული მოგზაურობის ნაწილია. ექვსი გზა, რომელთაც რესპონდენტების მიერ განვლილი და გასავლელი თავგადასავალი აერთიანებს, და რომელთაგან ყოველს უკან, საქართველოსკენ მოვყავართ.

იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები და გაიგოთ ვინ იქნებიან ევროპული თავგადასავლების მეგზურები, გამოიწერეთ Youtube არხი –„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო