ევროპული თავგადასავლები „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ სერიებში - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ საზღვარგარეთული ტურით გრძელდება. ის ორ ქვეყანასა და სამ ქალაქს მოიცავს - სტამბოლს, ჰაიდენჰაიმსა და ბერლინს. განსხვავებული ადამიანები, საინტერესო ლოკაციებზე - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, გადაცემა მაყურებელს რესპონდენტების ისტორიებში სამოგზაუროდ იწვევს. პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

ევროპული თავგადასავლების 6 ეპიზოდში მაყურებელი სამშობლოდან ფიზიკურად შორს, მაგრამ გონებრივად თუ სულიერად საქართველოსთან ძალიან ახლოს მყოფ ადამიანებს შეხვდება. მოისმენს მათ პასუხებს საინტერესო და დამაფიქრებელ, ცხოვრებისეულ კითხვებზე, რომელიც რეტროსპექტივისკენ, ახალი აღმოჩენებისა და საკუთარი თავის შეცნობისკენ გვიბიძგებს.

“სტუმრების დიდ ნაწილს მაყურებელი იცნობს, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო, რომ მათი ყოველდღიური, საზღვარგარეთული ცხოვრება გვეჩვენებინა; გვენახა ის, თუ როგორები არიან ისინი ცხოვრების ამ კონკრეტულ მომენტში, რას ფიქრობენ, რას ქმნიან.

მაყურებლის ყურადღება შესაძლოა განსხვავებულმა პრიზმამაც მიიქციოს, რომლითაც დროებით თუ ხანგრძლივად ემიგრაციაში მყოფი ქართველები ხედავენ დღევანდელ საქართველოს. ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, შრომობენ, ქმნიან და არ ჩერდებიან”,- დათო გორგილაძე.

ყოველი ეპიზოდი განსხვავებული მოგზაურობის ნაწილია. ექვსი გზა, რომელთაც რესპონდენტების მიერ განვლილი და გასავლელი თავგადასავალი აერთიანებს, და რომელთაგან ყოველს უკან, საქართველოსკენ მოვყავართ.

იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები და გაიგოთ ვინ იქნებიან ევროპული თავგადასავლების მეგზურები, გამოიწერეთ Youtube არხი –„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს