სახალხო დამცველმა ბათუმის #3 პენიტენციურ დაწესებულებაში უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრები მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის #3 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრები მოინახულა და უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების 2 წლიანი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„სახალხო დამცველმა პატიმრებთან აპარატის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშზე ისაუბრა, სადაც უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულების, ასევე, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზია წარმოდგენილი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა