გიორგი ბადრიძე - „რონდელის ფონდმა“ შესაძლოა მაისის ბოლოდან საქმიანობა შეწყვიტოს - ეს არის რეალობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ “ შექმნა

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი, გიორგი ბადრიძე აცხადებს, რომ „რონდელის ფონდმა“ შესაძლოა მაისის ბოლოდან საქმიანობა შეწყვიტოს.

ამის შესახებ, გიორგი ბადრიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ფონდის საქმიანობა და დაფინანსება გამჭვირვალე იყო, გაუსაძლისი პირობები შეიქმნა.

„ჩვენ აღმოვჩნდით ისეთივე წნეხის ქვეშ, როგორც ჩვენგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აკონტროლებდნენ სამთავრობო კორუფციას ან აკვირდებოდნენ არჩევნებს. მას შემდეგ, რაც ფონდი ალექსანდრე რონდელმა 90-იანი წლების ბოლოს დააარსა, ჩვენ გახლდით წამყვანი კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ქმნიდა ექსპერტიზას, ცოდნას საერთაშორისო ურთიერთობების უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენთვისაც ისეთივე გაუსაძლისი პირობები შეიქმნა, მიუხედავდა იმისა, რომ ჩვენი დაფინანსება და საქმიანობაც 100%-ით გამჭვირვალე იყო. ჩვენ თვითონ ვაქვეყნებდით ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რომელი პროექტი ვის მიერ იყო დაფინანსებული და ისინი ყოველთვის იყვნენ საქართველოს ახლო მოკავშირე დემოკრატიული სახელმწიფოები. პრინციპულად არ ვთანხმდებოდით დაფინანსებას, რომელსაც გვთავაზობდნენ ის ქვეყნები, რომელთა ინტერესი შეიძლება ოდნავ მაინც ყოფილიყო კონფლიქტში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. დღეს ჩვენ ვართ რეალობის წინაშე, როდესაც მაისის ბოლოდან შეიძლება ვეღარ გავაგრძელოთ საქმიანობა.

ეს არის რეალობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ “ შექმნა, როდესაც თუ მის ინტერესს არ ატარებ თუ ბიძინა ივანიშვილისგან არ მოიპოვე ნებართვა იარსებო, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შენ საქმიანობა შეწყვიტო. მიუხედავად იმისა რამდენად სასარგებლო და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ეს საქმიანობა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის“,- განაცხადა ბადრიძემ.

ბადრიძის განმარტებით, გარდა იმისა, რომ გრანტების შესახებ კანონით შეტანილი ცვლილებებით ორგანიზაციისთვის პრობლემა ხდება უცხოური დაფინანსების მიღება, მათთვის პრინციპულად მიუღებელია „აგენტის სტატუსით“ დარეგისტრირება, რასაც ასევე ახლახან მიღებული კანონები, მათ შორის ე.წ. „ფარა“ ავალდებულებთ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის