რომის პაპი - უნდა ვეცადოთ ვეძიოთ, თუ როგორ ვიყოთ ეკლესია, რომელიც ხიდებს აშენებს, დიალოგებს ამყარებს - ერთად ვილოცოთ მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში

უნდა ვეცადოთ ვეძიოთ, თუ როგორ ვიყოთ ეკლესია, რომელიც ხიდებს აშენებს, დიალოგებს ამყარებს - ერთად ვილოცოთ მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ რომის ახალმა პაპმა ლეო მეთოთხმეტემ წმინდა პეტრეს მოედანზე თავის პირველ მიმართვაში განაცხადა.

მიმართვაში პაპმა ხაზი გაუსვა ეკლესიის მისიონერულ როლს და ქველმოქმედებას.

“ერთად, უნდა ვეცადოთ ვეძიოთ, თუ როგორ ვიყოთ მისიონერული ეკლესია, ეკლესია, რომელიც ხიდებს აშენებს… დიალოგებს ამყარებს, რომლებიც ყოველთვის ღიაა ამ მოედანზე ხელგაშლილი ხელებით მიგიღოს - რათა შესაძლებლობა ჰქონდეს ყველა მიიღოს, ვინც ჩვენს ქველმოქმედებას, ჩვენს მონაწილეობას, დიალოგსა და სიყვარულს საჭიროებს…

ასე რომ, თქვენთან ერთად ლოცვა მსურს. ერთად ვილოცოთ ამ ახალი მისიისთვის, მთლიანად ეკლესიისთვის. და მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში”, - განაცხადა ლეო XIV.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს