ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიმედოვნებთ, რომ გერმანია გააგრძელებს ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულებას უკრაინის მხარდაჭერაში

ვიმედოვნებთ, რომ გერმანია გააგრძელებს ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულებას უკრაინის მხარდაჭერაში - როგორც ჩვენი ხალხის დაცვაში ახლა, ასევე ქვეყნის აღდგენაში ომის დასრულების შემდეგ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასა და გერმანიას შორის პარტნიორობის დიდი პოტენციალი არსებობს.

„უკრაინასა და გერმანიას შორის პარტნიორობის დიდი პოტენციალი არსებობს და ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ ბევრი მნიშვნელოვანი რამის განხორციელებაზე ვიმუშავებთ. განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. ბატონმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელება. მნიშვნელოვანი იყო ამის მოსმენა. მადლიერი ვარ“, - დაწერა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ გახადონ დიპლომატია კიდევ უფრო არსებითი.

„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ღირსეული მშვიდობისთვის და ვათანხმებთ მომავალი კონტაქტების გრაფიკს. მადლობას ვუხდი გერმანიას ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის მხარდაჭერისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს