მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იმყოფებოდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

ყაველაშვილმა “კიკვიძის პარკში” არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

“9 მაისი არის დღე, როდესაც კაცობრიობამ ფაშიზმზე გამარჯვებით ახალი ისტორია დაწერა! ამ ისტორიის შექმნაში კი ქართველებს დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი. დიდ პატივისცემას ვუდასტურებ ჩვენ გმირ ვეტერანებს და ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული თანამემამულეების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაიშურეს თავისუფლებისა და მშვიდობისათვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა.

მიხელ ყაველაშვილის აღნიშნულ კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი