თინა ბოკუჩავა - ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არმიწვევა არის მორიგი დასტური, რომ ივანიშვილის რეჟიმის ძალისხმევით ყველაფერი კეთდება, რათა საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან მოიხსნას

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ვარშავაში, კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე საქართველოს არმიწვევა, არის მორიგი დასტური იმის, რომ „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ძალისხმევით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან მოიხსნას”.

მისივე მტკიცებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „საქართველოს მეგობრებად აირჩია კომუნისტური ჩინეთი, ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილი ირანი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი, პუტინის რუსეთი”.

„ეს არის მორიგი დასტური იმის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ძალისხმევით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან მოიხსნას. ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სურვილი, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში აღარ იყოს და ერთადერთ შესაძლო „პარტნიორებად” საქართველოს ოკუპანტი რუსეთი, ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილი ირანი და კომუნისტური ჩინეთი დარჩეს. ეს არის „ის მეგობრები”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აირჩია - კომუნისტური ჩინეთი, ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილი ირანი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი, პუტინის რუსეთი. რა თქმა უნდა, ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ ეს საქართველოს მეგობრები არ არიან. კონკრეტულად, რუსეთი არის საქართველოს მტერი, ოკუპანტი ძალა და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენი საერთო ძალისხმევით ამ კოლაბორაციონისტ და მოღალატე ხელისუფლებას ჩამოვიშორებთ.

რაც შეეხება ვარშავაში შეკრებას, რა თქმა უნდა, დემოკრატიული, ნორმალური, პროევროპული ხელისუფლების პირობებში, ჩვენ ამ შეხვედრას არამხოლოდ დავესწრებოდით, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, არამედ საქართველოს უკვე გახსნილი ექნებოდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, რაც ნიშნავს უამრავ ევროპულ ინვესტიციას და მილიარდობით ევროზე წვდომას”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გარდა ამისა, ბოკუჩავა ჟურნალისტებთან საუბრისას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმეს გამოეხმაურა. ბოკუჩავას განმარტებით, „უვიზო მიმოსვლა და ნებისმიერი სხვა პრივილეგია, რომელსაც ევროკავშირი არაწევრ ქვეყნებს ანიჭებს, საერთო ღირებულებებს ეფუძნება“.

„უვიზო მიმოსვლა და ნებისმიერი სხვა პრივილეგია, რომელსაც ევროკავშირი არაწევრ ქვეყნებს ანიჭებს, საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ამ ღირებულებებში არ შედის: რუსეთის ინტერესების გატარება, რუსეთის დაკვეთით ქართველი ხალხის მიმართ რეპრესიების განხორციელება, დრაკონული კანონების მიღება, ადამიანების უკანონოდ დაკავება, ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა და ა.შ. ეს ის ღირებულებები არ არის, რომელზეც ევროკავშირი დგას, შესაბამისად, ის პრივილეგიებიც, რომელიც ღირებულებებზეა დაფუძნებული, ბუნებრივია, გადახედვის პროცესშია. იმისთვის, რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლა არ დავკარგოთ, ეს მნიშვნელოვანი პრივილეგია შევინარჩუნოთ, რომელიც ქართველი ხალხის მონაპოვარია, მეტიც მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე გავხსნათ და მივიღოთ წვდომა მილიარდობით ევროზე ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურულ ფონდებში, [ამისთვის] უნდა გავისტუმროთ, დავამარცხოთ, მოვიშოროთ ბიძინა ივანიშვილის მოღალატე რუსული, ანტიეროვნული, ანტიევროპული ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს ასანქციერებს“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს