გიგი წერეთელი - მარშები, მსვლელობა მთელი მსოფლიოს გასაგონადაა, რომ საქართველო და მისი მოსახლეობა არ ეგუება ევროპული პერსპექტივის დაკარგვას

ეს მარშები, მსვლელობა მთელი მსოფლიოს გასაგონადაა, რომ საქართველო და მისი მოსახლეობა არ ეგუება ევროპული პერსპექტივის დაკარგვას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა დღეს, ევროპის დღესთან დაკავშირებით დაანონსებულ აქცია-მსვლელობებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული პერსპექტივის ერთადერთი ალტერნატივა რუსეთის პირისპირ დარჩენაა.

„ჩვენ ამ თვეების განმავლობაში ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რაც ადამიანის უფლებებს ეხება, თავისუფალ არჩევანს, თავისუფალ სასამართლოს, დაცულობას, უსაფრთხოებას, ცხოვრების მაღალ სტანდარტს. ეს არის ევროპა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რატომ უჭერს მხარს ამ არჩევანს. შესაბამისად, დღეს, ეს მშვიდობიანი, დემოკრატიული მარშები, მსვლელობა, კიდევ ერთხელ, მთელი მსოფლიოს გასაგონად არის, რომ საქართველო და მისი მოსახლეობა არ ეგუება იმას, რომ ჩვენ უნდა დავკარგოთ ეს პერსპექტივა. ამ პერსპექტივის ალტერნატივა არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის პირისპირ დარჩენა. ამიტომ ბევრი ადამიანი უნდა იყოს და ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს ჩვენს სწრაფვას უკეთესი ევროპული მომავლისკენ,“ - განაცხადა წერეთელმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს