ანა დოლიძე - მშვიდობა და კეთილდღეობა ყველასთვის შესაძლებელია მხოლოდ ევროპაში

დღეს, საქართველოში კეთილდღეობა შექმნილია მხოლოდ ,,ქართული ოცნების” ჯგუფისთვის, სწორედ ეს უნდა შევცვალოთ,- ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ევროპის გარდა, საქართველოს სხვა გეოპოლიტიკური გზა არ გააჩნია.

,,დღეს არის ევროპის დღე. ევროპა არის საშუალება გვქონდეს მშვიდობა და კეთილდღეობა ყველას. ევროპის ქვეყნებს ომი არ ჰქონიათ და უმუშევრობის მაქსიმუმი არის 5 პროცენტი. საქართველოში 650 ათასი ადამიანი ეძებს სამსახურს. ჩვენ შეგვიძლია კულტურულად ისე განვითარდეთ როგორც გვინდა და აქ ყველას შევუქმნათ კეთილდღეობა. დღეს, საქართველოში კეთილდღეობა შექმნილია მხოლოდ ,,ქართული ოცნების” ჯგუფისთვის, სწორედ ეს უნდა შევცვალოთ. ევროპის გარდა, საქართველოს სხვა გეოპოლიტიკური გზა არ გააჩნია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს