"მარჯანიშვილის მოედნიდან" "ევროპის მოედნის" მიმართულებით მსვლელობა დაიწყო

მარჯანიშვილის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობენ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით: „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ და ა.შ.

ასევე აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები, რომლებზეც მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების სახელები და გვარებია აღნიშნული.

როგორც კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, დღევანდელი მსვლელობა და ევროპის მოედანზე გამართული აქცია, ევროინტეგრაციისთვის ბრძოლის გაგრძელებაა.

„დღეს, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ევროინტეგრაციისთვის. მარტივი მოცემულობა გაახმოვანა ევროკავშირის ელჩმა, თქვა, რომ "ქართული ოცნების" ანტიევროპული და ანტიქართული გადაწყვეტილებების გამო შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი. ეს პროცესი კი არ განახლდება, ვიდრე ხელისუფლება ევროპულად არ მოიქცევა. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პროევროპული ხელისუფლებით, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. თუ ეს შანსი, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას გულისხმობს, საქართველომ ხელიდან გაუშვა, ნიშნავს ათწლეულობით გადავადებულ ევროინტეგრაციას",- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს