საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის ეზოდან წამოსული მარშის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის ეზოდან წამოსული მარშის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, რომლებიც მოქალაქეებთან ერთად გადაადგილდებოდნენ და ცდილობდნენ, მათი გადაადგილება გარკვეული პერიმეტრის ფარგლებში უზრუნველყოთ.

დაპირისპირება სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მარშის მონაწილეებს მსვლელობის დროს გზაზე დიდი ბანერის გაშლა უნდოდათ, რაც გზის მოზრდილი პერიმეტრის დაკავებას მოითხოვდა, პოლიციამ კი ამის საშუალება არ მისცა.

„ძირს პოლიციური რეჟიმი“, „საკუთარი ხალხის მტერი არ დარჩება დაუსჯელი“, „ეთერი ხალხს, ეთერი ჩაგრულებს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - სკანდირებენ მარშის მონაწილეები.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” მარში ევროპის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას აწყობს და ევროპის მოედნისკენ მიემართება.

პარალელურად, დედაქალაქის სხვადასხვა წერტილიდან რამდენიმე მარში ერთდროულად მიმდინარეობს, რომლებიც, საბოლოოდ, ევროპის მოედანზე ერთმანეთს შეუერთდება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა