ეკა გიგაური - ყველა მიტინგმა, შეკრებამ შედეგი მოიტანა და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის არის ყურადღების ქვეშ, ევროპელი პარტნიორებიც ყველაფერს ცდილობენ, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას და გახდეს ევროკავშირის წევრი

ჩვენი შეკრებები არის მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრჯერ უნდა შევიკრიბოთ, ერთმანეთი ვნახოთ, ერთმანეთი გავამხნეოთ და ეს მოიტანს გამარჯვებას, ამაში დარწმუნებული ვარ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში ევროპის დღესთან დაკავშირებული მსვლელობების თაობაზე განაცხადა.

გიგაურის თქმით, სწორედ უწყვეტმა აქციებმა მოიტანა შედეგი და ახლა საქართველო ევროპელი პარტნიორების მხრიდან ყურადღების ქვეშ არის მოქცეული.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი გამოდის დემონსტრაციაზე და დღევანდელი დღე გვანახებს ზუსტად იმას, რომ ძალა არის ერთობაში. რამდენიმე მარში გაერთიანდა საბოლოოდ და ვანახეთ, რომ ზუსტად ერთობლივი ძალით თუ მოვინდომებთ, ძალიან ბევრ რამეს მოვახერხებთ. ევროპაც ზუსტად ამაზეა - ბევრი განსხვავებული ადამიანი, ბევრი განსხვავებული ჯგუფი, განსხვავებული ქვეყანა თავისი იდენტობით როდესაც არის ერთად, ამას მოაქვს სწორედ კეთილდღეობა, განვითარება და უკეთესი მომავალი.

მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველა იმ მიტინგმა, ყველა იმ შეკრებამ, რომელსაც ჰქონდა ადგილი საქართველოში, სწორედ ამან მოიტანა შედეგი და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის არის ყურადღების ქვეშ და ევროპელი პარტნიორებიც ყოველთვის ლაპარაკობენ ჩვენზე, ცდილობენ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

ჩვენი შეკრებები არის მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრჯერ უნდა შევიკრიბოთ, ერთმანეთი ვნახოთ, ერთმანეთი გავამხნეოთ და ეს მოიტანს გამარჯვებას, ამაში დარწმუნებული ვარ”, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება