ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ მხარს ვუჭერთ სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა მოხდეს.

„დღეს „მსურველთა კოალიცია“ შეიკრიბა. ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. ჩვენი მიზანი ნათელია: სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რასაც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისა და სანქციების გამკაცრებისთვის მზად არის.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს