ირაკლი ფავლენიშვილი - ორგანიზაცია, „ქართული ოცნება“, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია და ჰგონიათ, ასეთი განცხადებების ფონზე მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება - შედეგი სამწუხარო იქნება

ორგანიზაცია [„ქართული ოცნება“], რომელიც დასავლეთის მტერია, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია - ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ასეთი განცხადებების ფონზე დასავლეთთან მჭიდრო კავშირი ექნებათ და მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ წევრებისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ამ ყველაფერს სამწუხარო შედეგი მოჰყვა, რომ ხელისუფლება იზოლირებული და სანქცირებულია, რომელმაც შესაძლოა „სისტემის დემონტაჟი“ გამოიწვიოს.

„ორგანიზაცია [„ქართული ოცნება“], რომელიც დასავლეთის მტერია, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევი, რევოლუციების მომწყობი და კონფლიქტების დამწყებია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ასეთი განცხადებების ფონზე დასავლეთთან მჭიდრო კავშირი ექნებათ და მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება.

შედეგი იქნება სამწუხარო, რადგან დე-ფაქტო ხელისუფლება იზოლირებული და სანქცირებულია და ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ამ სისტემის დემონტაჟი მოხდეს და ამ ყველაფრის მთავარი კომპონენტი, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ბრძოლა და საერთაშორისო წნეხი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა