პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი - პაკისტანი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყოველთვის ისწრაფვის, საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გარეშე

პაკისტანი და ინდოეთი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ განცხადებას პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, იშაქ დარი ავრცელებს.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

„პაკისტანი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყოველთვის ისწრაფვის, საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გარეშე!“, - აცხადებს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა. ტრამპის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით წარიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს