ბათუმის მერია - ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ხეები და ავტომანქანები - რაც შეეხება ორ დაშავებულს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ბათუმში ძლიერი ქარის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ხეები და ავტომანქანები. რაც შეეხება გორგასლის ქუჩაზე დაშავებულ ორ მოქალაქეს, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

"ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შესრულებულია”,- ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს