საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის  გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, სამართლის დოქტორის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მკვლევრის - ალექსანდრე ტალიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„77 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი - ალექსი ტალიაშვილი - შესანიშნავი მკვლევარი და იურისტი, აკადემიური საბჭოს წევრი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომელიც დიდ ძალისხმევას დებდა მომავალი თაობის პროფესიონალთა აღზრდაში, ადამიანი, გამორჩეული პიროვნული თვისებებით, სიბრძნითა და კეთილშობილებით, უნივერსიტეტისა და კოლეგების სიყვარულით.

პროფესორი ალექსი ტალიაშვილი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ორგანოების სამმართველოს უფროსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია და სახელმძღვანელო.

გულისტკივილით ვემშვიდობებით ძვირფას კოლეგას და უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ალექსის ოჯახს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს, მის მეგობრებსა და აღზრდილებს.

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის