კიტ კელოგი პუტინის შეთავაზებაზე - პირველ რიგში, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და მის განმავლობაში, ყოვლისმომცველ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლა, არა პირიქით

პირველ რიგში, უნდა შედგეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა განაცხადა.

კელოგმა კომენტარი გააკეთა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, კრისტოფერ ლაკსონის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს.

„ამას ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრიც კი ხვდება. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, შეწყვიტეთ მკვლელობები! პირველ რიგში, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და მის განმავლობაში, ყოვლისმომცველ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლა. არა პირიქით“, - დაწერა კელოგმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს