ფრიდრიხ მერცი - ველით, რომ მოსკოვი ახლავე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას - ჯერ იარაღი უნდა გაჩუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგომ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა უძღოდეს წინ.

„ველით, რომ მოსკოვი ახლავე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ეს სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობას გააჩენს. ჯერ იარაღი უნდა გაჩუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ბერლინში უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ.

მისი თქმით, უკრაინა დიდი ხნის წინ დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„დადებითი სიგნალია, რომ რუსულმა მხარემ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა მერცმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს