მარკო რუბიო ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამიტზე თურქეთში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთში გაემგზავრება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიო ანტალიაში 14-16 მაისს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება, რათა განიხილოს ალიანსის უსაფრთხოების პრიორიტეტები, მათ შორის მოკავშირეთა თავდაცვითი ინვესტიციების გაზრდა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხი.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მანამდე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 11-14 მაისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად საუდის არაბეთსა და კატარში ჩავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს