დონალდ ტრამპი უკრაინას მოუწოდებს, პუტინთან შეხვედრას დათანხმდეს, რათა განსაზღვროს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, რის შემდეგაც ევროპელი ლიდერები და აშშ შესაბამისად იმოქმედებენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინას მოუწოდებს, დათანხმდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის­ წინადადებას თურქეთში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ამის შემდეგ ევროპელ ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინებათ, რა ხდება და შესაბამისად იმოქმედებენ.

"რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება, არამედ ხუთშაბათს, თურქეთში შეხვედრა სურს, რათა სისხლისღვრის შესაძლო დასრულებაზე მოლაპარაკება მოხდეს. უკრაინა ამას დაუყოვნებლივ უნდა დაეთანხმოს. ყოველ შემთხვევაში, მათ შეეძლებათ განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, ხოლო თუ ეს ასე არ არის, ევროპელ ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინებათ, რა ხდება და შესაბამისად იმოქმედებენ! მეეჭვება, რომ უკრაინა შეთანხმებას დადებს პუტინთან, რომელიც ძალიან დაკავებულია მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღნიშვნით, რომლის მოგებაც (თითქმისაც არ იქნებოდა!) ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. შეხვედრა ახლავე ჩაატარეთ!!!", - წერს ტრამპი.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა