გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე - რომელ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ, როცა ერთ საერთო განცხადებასაც ვერ აკეთებენ პოლიტიკურ საკითხზე - ერთი პატრონი ჰყავთ უცხოეთში და რასაც ეტყვის არჩევნების წინ, იმას გააკეთებენ

გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მიმდინარეობებში არასოდეს არ იყო და არ არის ერთიანობა არცერთ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა, უნდა არც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით - ერთი პატრონი ჰყავთ უცხოეთში, თუმცა ყველას საკუთარი განზრახვები აქვს, ვერ საუბრობენ, რადგან ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების წინ პარტიას „პატრონი“ რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს.

„გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მიმდინარეობებში არასოდეს არ იყო და არ არის ერთიანობა არცერთ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა, უნდა არც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ერთი პატრონი ჰყავთ, შიგნით, ბუნებრივად მოწინააღმდეგეები არიან. მათ არ აქვთ სურვილი საქართველოსა და მოსახლეობის მსახურების, ეს მათი ბუნებაა - წინააღმდეგობა, ერთმანეთის ჩაშვება, ლანძღვა-გინება.

რომელ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ, როდესაც ერთ საერთო ტიპის განცხადებასაც ვერ აკეთებენ პოლიტიკურ საკითხზე. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ზოგი იძახის - „მივიღებ მონაწილეობას“, ზოგი - „არ მივიღებ“, ზოგი -„ჯერ არ ვიცი“, ზოგიც ამბობს, რომ „პატრონს უნდა ჰკითხოს“.

ერთი პატრონი ჰყავთ უცხოეთში, თუმცა ყველას საკუთარი განზრახვები აქვს, ვერ საუბრობენ, რადგან ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ და მეორე ის, რომ მათი პატრონი, რასაც ეტყვის არჩევნების წინ იმას გააკეთებენ, ასევე არის მესამე ვარიანტიც - რეგიონებში სიარული იმიტომ უნდათ, რომ უცბად რომ უთხრან მონაწილეობა მიიღეთო, ოფისები მაინც ჰქონდეთ გახსნილი წინასაარჩევნოდ“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე