ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს - უკრაინას ამ ომის დასრულება სურს და ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად, ახლა ჩვენ რუსეთისგან მსგავს ნაბიჯებს ველოდებით

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ვესაუბრე პაპ ლეო XIV-ს, ეს ჩვენი პირველი საუბარი იყო, თუმცა უკვე ძალიან თბილი და ჭეშმარიტად შინაარსიანი. მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას უკრაინისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებთ მის სიტყვებს ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისა და ტყვეების გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ რუსეთის მიერ დეპორტირებული ათასობით უკრაინელი ბავშვის შესახებ. უკრაინა ვატიკანის დახმარებას ელის ოჯახებთან მათ დაბრუნებაში“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, რომის პაპს უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ აცნობა.

„ვაცნობე პაპს უკრაინასა და ჩვენს პარტნიორებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომ დღეიდან უნდა დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღის განმავლობაში. ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის მზადყოფნა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის - პოზიცია, რომელსაც ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი. უკრაინას სურს ამ ომის დასრულება და ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად. ახლა ჩვენ ველოდებით მსგავს ნაბიჯებს რუსეთისგან“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, რომის პაპი სამოციქულო ვიზიტით უკრაინაში მიიწვია.

„ასეთი ვიზიტი რეალურ იმედს მოუტანს ყველა მორწმუნეს და ჩვენს ყველა ხალხს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ კონტაქტს და დავგეგმავთ პირისპირ შეხვედრას უახლოეს მომავალში“, - წერს ზელენსკი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა