შალვა პაპუაშვილი - დღეს საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის პოლიტიკური კონტექსტის ტყვე, რომელიც ჩვენს რეგიონში შეიქმნა - როგორც კი ეს კონტექსტი მოიხსნება, ურთიერთობა ამ ტყვეობიდან გამოვა

სამწუხაროდ, დღეს საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის პოლიტიკური კონტექსტის ტყვე, რომელიც ჩვენს რეგიონში შეიქმნა და რომელსაც ბევრი განმაპირობებელი აქვს - როგორც კი ეს კონტექსტი მოიხსნება, იმ მომენტშივე საქართველოს, ბრიუსელის და ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ამ ტყვეობიდან გამოვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, არსებობს ორი არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს ევროპაში საქართველოს მიმართ აქვს.

“ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ მძიმე ტვირთს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ევროკავშირს აწევს. ევროპაში ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოს მიმართ მავნე მოლოდინები ჰქონდათ, რომ საქართველო ჩაბმულიყო ესკალაციის პოლიტიკაში ისე, რომ მათგან განსხვავებით არც ნატო გვიცავს და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა. მეორეს მხრივ, ევროპაში არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ჩვენს ყოფილ ავტორიტარ მმართველს მიხეილ სააკაშვილის მფარველობს და ცდილობს არა მხოლოდ დაიხსნას ის მისი კანონიერი სასჯელისგან, არამედ მისი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოიყვანოს.

აი, ეს ორი არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს მიმართ აქვს, როგორც კი მოიხსნება, იმ მომენტშივე ამ ტყვეობიდან გამოვა საქართველოს, ბრიუსელის და ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი