მედია - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს პენსიონერი თავს დაესხა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს პენსიონერი თავს დაესხა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ „ტელეგრამ“ არხზე „საპა ცხინვალზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს, ალან გუჩმაზოვს 68 წლის პენსიონერი ჯოხით თავს მაშინ დაესხა, როდესაც გუჩმაზოვი ჯავის რაიონის სოფელ ხვწეში ადგილობრივებს ხვდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ალან გუჩმაზოვმა ადგილობრივს შენიშვნა მისცა, რომ სხვები არ შეეწუხებინა, პასუხად კი პენსიონერმა ხელში ჯოხი რამდენჯერმე დაარტყა.

შემთხვევის შემდეგ პენსიონერი დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. სამედიცინო ექსპერტიზის განცხადებით, პენსიონერი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა გამოცემას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი მუხლით წაუყენეს ბრალი 68 წლის პენსიონერს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს