ვოლოდიმირ ზელენსკი - მე თურქეთში ვიქნები, იმედი მაქვს რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ - უკრაინაში ყველანი ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იყოს

ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი თურქეთში შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის იდეას, ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ მხარს უჭერს და უკრაინა ამისთვის მზად არის.

„პრეზიდენტ ტრამპის განცხადება ახლახან მოვისმინე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. მე მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის იდეას პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. შეხვედრისთვის მზადყოფნა ღიად გამოვხატე. მე თურქეთში ვიქნები. იმედი მაქვს რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ. ჩვენ უკრაინაში ყველანი ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი თურქეთში შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იყოს. ეს იდეა მართებულია. ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. პრეზიდენტ ერდოღანს ნამდვილად შეუძლია, რომ მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლოს. მადლობა ყველას, ვინც დახმარებას გვიწევს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის პოტენციური შეხვედრისთვის თურქეთში ჩავიდეს.

„იქ გაფრენაზე ვფიქრობდი. შეხვედრის დროს სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ იქ ჩავფრინდები, თუ ჩავთვლი, რომ ეს სასარგებლო იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა