ვახუშტი მენაბდე - როდესაც გავიმარჯვებთ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი კი არ შეფასდება, არამედ „ნაციონალური მოძრაობისაც“ - ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც დემოკრატიული გზით იქნება არჩეული, ეს უნდა გააკეთოს

მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, როდესაც საზოგადოებრივი პროტესტი გაიმარჯვებს, საქართველოს ყველა ხელისუფლების საქმიანობა უნდა შეფასდეს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, როგორც „ქართული ოცნების“ საქმიანობა, ასევე „ნაციონალური მოძრაობისაც“ უნდა შეფასდეს.

„ჩემ „ფეისბუქ“ პოსტში ვთქვი, რომ როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი კი არ შეფასდება, არამედ „ნაციონალური მოძრაობისაც“ და ყველა ხელისუფლების რეჟიმი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა.

მე ისე წარმომიდგენია, რომ ეს ხალხი სამართლიანობისთვის იბრძვის და არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ წინააღმდეგობა გაიმარჯვებს, ახალმა ხელისუფლებამ, ამასთან საერთოდ არ მგონია, რომ ახალი ხელისუფლება ერთი პოლიტიკური ჯგუფისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, ამ ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც დემოკრატიული გზით იქნება არჩეული, ეს უნდა გააკეთოს“, - განაცხადა მენაბდემ.

კითხვაზე, როგორ უნდა შეფასდეს სხვადასხვა ხელისუფლებების საქმიანობა პოლიტიკურად თუ სამართლებრივად, მენაბდე პასუხობს, რომ რეჟიმის საქმიანობა კოლექტიურად შეფასდება, რაც შეეხება ინდივიდუალურს, მას სასამართლო განიხილავს.

„სამართალში ეს ცნობილი მოვლენაა, ამას უწოდებენ სამართლიანობის აღდგენას. ამის იდეა არის ის, რომ თუ საზოგადოებამ არ გამოიკვლია და არ შეაფასა რა მოქმედებას ჰქონდა ადგილი, ის წინ ვერ წავა. სსრკ-ს რეჟიმი არ შეფასდა, პუტჩი არ შეფასდა, სააკაშვილის რეჟიმი... თუ ასე ვივლით და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმსაც არ შევაფასებთ, წინ ვერ წავალთ. ეს არის პოლიტიკური პროცესი. სამართლებრივ შედეგს კი არ დებს და სამართლებრივ პასუხისმგებლობას კი არ აკისრებს ვიღაცას, ის აკეთებს დასკვნას, აგროვებს ფაქტებს და აფასებს. ეს იქნება კოლექტიური შეფასება იმისა თუ რა ტრავმა მოუტანა რეჟიმმა საზოგადოებას. რაც შეეხება ინდივიდუალურს, ამას სასამართლო განიხილავს და ინდივიდები შეფასდებიან“,- განაცხადა მენაბდემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს