ანდრეი ერმაკი - თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩამოსვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება საბოლოო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ამ ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი, რომ რუსეთს ომის დასრულების სურვილი არ აქვს.

ერმაკის თქმით, ამ დრომდე რუსეთს არანაირი პასუხი არ გაუცია ვლადიმერ პუტინის თურქეთში მოლაპარაკებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, კიევმა კი დაადასტურა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა და თურქეთში იქნება.

„დავადასტურეთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა და თურქეთში იქნება. გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ ის ორივე ლიდერის თურქეთში ყოფნას ელის. ის ასევე განიხილავს იქ ვიზიტს. მიმაჩნია, რომ თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩამოსვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება საბოლოო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დასრულება - რომ რუსეთს არც სურს და არც მზადაა რაიმე მოლაპარაკებებისთვის”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, თუ რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ამას შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოს მხრიდან მკაცრი რეაქცია უნდა მოჰყვეს: რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა.

ერმაკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფორმირებაზე მუშაობა გრძელდება.

„მაგრამ ყველაზე სერიოზული და ძლიერი გარანტია უკრაინის ძლიერი, მომზადებული და გაწვრთნილი შეიარაღებული ძალებია. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ასევე ველით, რომ შეერთებულ შტატებთან მინერალებთან დაკავშირებით დადებული შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების მომავალი სისტემის ერთ-ერთი ელემენტი გახდება“, - განაცხადა ერმაკმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა