უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით შსს-ს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

უწყების შეფასებით, ცვლილებების მიზანია უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენცია

ცვლილების თანახმად, „სისხლის სამართლის კოდექსს“ სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს;

მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.

გარდა ამისა, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით, ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი.

ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;

მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;

ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც შსს-ს შეფასებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასაჩივრების ვადების კონტროლს.

ამავე პროექტით, იზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები