თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბერლინში გაერო-ს სამშვიდობო მისიების მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბერლინში გაერო-ს სამშვიდობო მისიების მინისტერიალში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ირაკლი ჩიქოვანი მინისტერიალში გერმანელი კოლეგის ბორის პისტორიუსის ოფიციალური მიწვევით მონაწილეობს.

“გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქი გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტერიალი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა, თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გახსნეს.

უმაღლესი დონის პოლიტიკურ ფორუმში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გერმანელი კოლეგის ბორის პისტორიუსის ოფიციალური მიწვევით მონაწილეობს. ირაკლი ჩიქოვანი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე - სამშვიდობო მისიების რეფორმა: უფრო ეფექტიანი და უსაფრთხო სამშვიდობო ოპერაციები. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე, ახალ ინიციატივებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლობიანი აქტორი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა არა მხოლოდ გაეროს, არამედ ნატოსა და ევროკავშირის მისიებში.

მინისტერიალი მიზნად ისახავს გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვეყნების მზადყოფნას გაეროს არსებულ თუ სამომავლო სამშვიდობო მისიებში ჩართვასა და კონტრიბუციასთან დაკავშირებით. ბერლინის მინისტერიალში 112 სახელმწიფოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე გაეროს, ევროკავშირის, ნატოს, ეუთოსა და წითელი ჯვრის მაღალი დონის პოლიტიკური პირები მონაწილეობენ. გაეროს სამშვიდობო მინისტერიალი პირველად 2016 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის