შსს-ში აცხადებენ, რომ სურამთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რა დროსაც რამდენიმე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, არავინ დაშავებულა

სურამთან, სადაც რამდენიმე ავტომობილი გზიდან გადავარდა, არავინ დაშავებულა.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსით არის დაწყებული.

გავრცელებული ინფორმაციით, გზიდან გადავარდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც, სავარაუდოდ ავტომობილები გადაჰქონდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა შესაბამისი კადრები, სადაც ჩანს რამდენიმე მანქანა, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან არის გადავარდნილი, მათ შორის რამდენიმე დამტვრეულია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა