ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე - მე და ის ახლა ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით - ეს შეუძლებელია, მაგრამ როგორმე უნდა ვიპოვოთ ფორმატი ომის დასასრულებლად

უნდა გესმოდეთ პუტინთან ჩემი შეხვედრის მიზანი - მე და ის ახლა ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით, ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ როგორმე უნდა ვიპოვოთ ფორმატი ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.

„თუ მას შევხვდები, პოლიტიკური გამარჯვებით უნდა გამოვიდეთ - ცეცხლის შეწყვეტით, ყველა ტყვის გაცვლით ან მსგავსი რამით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსები არ ენდობიან უკრაინელებს და უკრაინელები - რუსებს. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ ნებისმიერი შეთანხმების დაცვის გარანტირება.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის სტამბოლში ჩასვლამ, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს იქ ჩასვლისკენ უბიძგოს : „თუ პუტინი არ ჩამოვა, ეს მისთვის სრული დამარცხების შთაბეჭდილებას დატოვებს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ის რუსეთის წინააღმდეგ, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან, ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს.

კონფლიქტის შესაძლო ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ უპასუხა: „არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება. მაგრამ არა ათი წელი. უკრაინა ვერ გადარჩება. ეს ყველას ძვირად უჯდება და არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ მტრებსაც“.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს