ჯორჯია მელონი - მოველით, რომ რუსეთი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია იტალიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იტალიისა და თურქეთის ლიდერებმა განიხილეს დიპლომატიური პერსპექტივები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიმართ.

ჯორჯია მელონის თქმით, ის მოელის, რომ რუსეთი, უკრაინის მსგავსად, დადებითად უპასუხებს მაღალი დონის მოლაპარაკებებზე მიწვევას და დათანხმდება სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, როგორც მშვიდობისთვის მზადყოფნის კონკრეტულ ნიშანს.

შეგახსენებთ, შაბათს გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა რუსეთს 12 მაისიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა